ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ
მესამედან მეოთხე რაუნდამდე ოპოზიციამ საკუთარ მოთხოვნებში პროგრესის ნაცვლად, შიდა რეგრესს მიაღწია. პარლამენტში შესვლის მსურველთა მიმართ მუქარა ღია და კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი გახდა. სააკაშვილ-ბოკერიას გუნდს ამჯერად ირაკლი ოქრუაშვილიც შეუერთდა. მათ მიერვე დასახელდა ის სავარაუდო რაოდენობა, რომელმაც, შესაძლოა, ბოიკოტს მანდატებზე პასუხისმგებლობის აღება არჩიოს. ეს არ არის ბულინგი, უმცირესობაში გადასვლა კრიტიკისთვის მზადყოფნასაც ნიშნავს. ასე ხსნის ოპოზიციის ნაწილი, სავარაუდოდ, განსხვავებული აზრის მქონე თანამებრძოლებზე იერიშს. შიდა ფრონტის პარალელურად, მოდერატორებზე თავდასხმაც გრძელდება. ელჩების შუამავლობით დაწყებულ დიალოგს, რომელსაც, პირველ რიგში, ოპოზიცია იყენებს "ევროპული საქართველო" მარაზმს უწოდებს.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები