ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება
ახალი საარჩევნო მოდელით დაკომპლექტებული პარლამენტი პარასკევს შეიკრიბება. პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის და ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტის გამო, ბუბა კიკაბიძის ნაცვლად, სავარაუდოდ, ლადო კახაძე გაუძღვება. ცესკოს შედეგების თანახმად- მეათე მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი უნდა იყოს წარმოდგენილი, ქართული ოცნება, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები ალეკო ელისაშვილი“, „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლელო“. მმართველმა პარტიამ 30 მაჟორიტარულ ოლქშიც გაიმარჯვა. შესაბამისად, მათი მანდატების საერთო რაოდენობა 90-ია.