პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კოვიდ19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კოვიდ19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს. კლინიკური სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების ნაწილში თერაპიული ელემენტების გაძლიერება და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზება იყო დღეს ის მთავარი საკითხები, რაზეც მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა. ყურადღება გამახვილდა მთავრობის ორთვიანი შეზღუდვების გეგმის ფარგლებში მიმდინარე ინტენსიური ტესტირების პროგრამაზე. ასევე ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციის მნიშვნელობას, რათა კლინიკების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.
