"ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ღიად აბულინგებენ მათ, ვინც გადაწყვეტს პარლამენტში შევიდეს
ვიდრე მოლპარაკებების შედეგი გაირკვევა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ახალ ტაქტიკას ირჩევენ. "ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მუქარის ადრესატები სხვა ოპოზიური პარტიების წარმომადგენლები არიან. ისინი ფეისბუქ სტატუსებითა და საჯარო განცხადებებით ცდილობენ გარკვეული გავლენა მოხდინონ ოპოზიციის ნაწილზე, იმისთვის, რომ მათ დამოუკიდებლად არ მიიღონ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.
