ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციები დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციები დაამტკიცა. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი, გადაწყვეტილება შეეხება სახელმწიფოს, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ან მონაწილეობენ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაში. სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე იმოქმედებს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, სად ჩაიდინეს დანაშაული. ცნობილია, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ და აქტივებს გაუყინავენ.
