300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება
300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება . ამ ეტაპისთვის, უწყებაში 14 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა და თანხების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება. იმ მეწარმეებს, რომლებსაც 28 ნოებრიდან შეზღუდვები შეეხოთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს, დროულად შეავსონ შესაბამისი ფორმა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.
