საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 673 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 673 ადამიანს დაუდასტურდა, კი გამოჯანმრთელდა, - 3 893 ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 169649 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 141 392-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 576 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1186 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6829 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3759 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
