ქალაქი ვუჰანი ერთი წლის თავზე
ქალაქი ვუჰანი, ადგილი, სადაც თითქმის 1 წლის წინ მსოფლიოში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა, დღეს ცხოვრებას ჩვეულებრივად განაგრძობს. ღია და ხალხით სავსეა ე.წ. სველი ბაზრობა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პირველ კერას წარმოადგენს. კოვიდ 19-ის გამოვლენის შემდეგ ვუჰანში უმკაცრესი, 76 დღიანი სრული კარანტინი ამოქმედდა. უკვე რამდენიმე თვეა ქალაქში კოვიდ 19-ის ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა არ დადასტურებულა. ჯამში, ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსის 68 ათასი შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 500-ს შეადგენს.
