პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი დააჯარიმა
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი დააჯარიმა. მას კოვიდ-19, 29 ნოემბერს დაუდასტურდა და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა. გაირკვა, რომ ინფიცირებულმა მამაკაცმა დადგენილი წესები არ გაითვალისწინა და საკუთარი ავტომანქანით სამტრედიიდან ქუთაისში გაემგზავრა. საკრებულოს წევრს ჯარიმის სახით 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. ცნობისთვის კანონდამრღვევი მამუკა ბიბილეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდანაა.
