სამ დღეში მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება
სამ დღეში მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. 11 დეკემბერს ახლად არჩეული დეპუტატები საკანონმდებლო საქმიანობას ოფიციალურად დაიწყებენ. პირველი სხდომის ჩატარების თარღი საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრა. სხდომა 12 საათზე დაიწყება. ცნობისთვის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, მანდატები ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა.
