სააკაშვილის ორმაგი სტანდარტი და ინტერვიუ უკრაინულ არხს
თუ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში კოვიდწესების დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს, მისთვის თავშესაფრად ქცეულ უკრაინაში კი იმავე წესების დარღვევისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს. ქვეყნიდან გაქცეულმა სააკაშვილმა ტელეარხ "უკრაინა 24-ზე", ლოქდაუნის წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ დასასჯელი და დასაჭერია ის, ვინც არ ემორჩილება კანონს, კარანტინს და დაწესებულ შეზღუდვებს.