ექვსსაათიანი შეხვედრა, ზოგადი კომენტარები, ფრთხილი ოპტიმიზმი და შეთანხმების იმედი
ასეთია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მესამე რაუნდის შედეგი. მხარეები იცავენ ფასილიტატორი ელჩების სურვილს და კონკრეტიკას ერიდებიან, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხელახალი არჩევნები ორივე მხარისთვის წითელ ხაზად რჩება. ოპოზიცია შეხვედრას საქმიანს, სასარგებლოს და პოზიტიურს უწოდებს, „ქართული ოცნება“ - კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს პოლიტიკურ ძალებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე რამდენიმე დღე დარჩა, და იქამდე მხარეებმა მეოთხე რაუნდი და შეთანხმება უნდა მოასწრონ
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
