კოვიდ19- ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე მზად არის
იმედის კვირა ევროპაში ვაქცინის მწარმოებელ ორ მთავარ წერტილში იმყოფებოდა . გერმანიაში , ქალაქ მაინცში ექსკლუზიურად ბიონტეკის აღმასრულებელ ხელმღვნელთან, ვაქცინის შემქმნელთან სასაუბროდ და ფაიზერის ევროპის ყველაზე დიდ საწარმოში, საიდანაც საუკეთესო სცენარით, ვაქცინა საქართველომაც უნდა მიიღოს. კომპანია ბიონტეკის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ინფორმაციით ვაქცინით უკვე აიცრა ათობით ადამიანი, თავად კი, რამდენიმე კვირაში აიცრება და იმავეს ურჩევს სხვებსაც. მისი განმარტებით, მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას, სავარაუდოდ, მომავალი წლის შემოდგომისთვის დაუბრუნდება .
