ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იწყება
. მხარეები ამ წუთებში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იკრიბებიან. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა, შედგება თუ არა შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის. სავარაუდოდ, ეს დიალოგის ბოლო რაუნდია, ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. შეხვედრას სოფო ბერიძე აშუქებს და ის ქრონიკის ეთერშია.
