ევროპის მასშტაბით შეზღუდვები მკაცრდება
შობის მოახლოებისას, ევროპის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, შეზღუდვები მკაცრდება, საყოველთაო ჩაკეტვა კი ხანგრძლივდება. ევროპის კონტინენტი კოვიდ 19-ის 18 მილიონამდე შემთხვევას ითვლის. ეპიდვითარება მწვავეა საფრანგეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიასა და გერმანიაში. კოვიდ 19-ის აფეთქებას ებრძვის თურქეთი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 30 000-ით იმატებს. გარდაცვლილთა მკვეთრი მატების გამო სასაფლაოების გაფართოება უწევს საბერძნეთს, ამერიკის შეერთებული შტატები კი კოვიდ-სტატისტიკაში ყოველდღიურად ახალ რეკორდებს ხსნის.
