სახელმწიფო სარესტორნო ბიზნესის დასახმარებლად - დღეიდან სესხისა და ლიზინგის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
სახელმწიფო სარესტორნო ბიზნესის დასახმარებლად - დღეიდან სესხისა და ლიზინგის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროცესი 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. სესხის პროცენტი პრაქტიკულად სრულად 6 თვის განმავლობაში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაიფარება. მიზანი პანდემიის პირობებში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი სარესტორნო ინდუსტრიის მაქსიმალურად სწრაფად დახმარება და საბანკო სესხების ტვირთის შემსუბუქებაა. ამისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
