ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე ცრუ ბრალდებებს პასუხობს
ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე ცრუბრალდებებს პასუხობს. მინისტრი განმარტავს, რომ შესასყიდი ავეჯი, კერძოდ, კი სამორიგეო მაგიდები და სავარძლები გურჯაანის პოლიციის ახალ შენობაში განთავსდება და ის განკუთვნილია არა მინისტრის კაბინეტისთვის, არამედ პოლიციელებისთვის. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მის კაბინეტში 8 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და მინისტრად დანიშვნიდან დღემდე, იგივე ავეჯი და იგივე რემონტია.
