თბილისში პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ორი კოვიდინფიცირებული დააჯარიმა
პოლიციამ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი ორი ათას-ორი ათასი ლარით დააჯარიმა. აღმოჩნდა, რომ მძღოლიც და მგზავრიც კოვიდინფიცირებული არიან. ისინი აღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. ამჟამად ორივე კანონდამრღვევი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.
