სასამართლომ ასლან ვაშაყმაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ასლან ვაშაყმაძეს - ფოთის საქალაქო სასამართლომ, დაცვის მხარის შუამდგომლობა 5 ათას ლარიანი გირაოს შესახებ არ დააკმაყოფილა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს და ამჟამად, ოქრუაშვილის თანაპარტიელს, გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისა და სამართალდამცველებზე თავდასხმას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვაშაყმაძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
