განხეთქილება "გირჩში" - ვინ მიდის და ვინ რჩება პარტიაში?
პოლიტიკაში არაპოპულარული ნაბიჯების ავტორი პარტია მისთვის არაპოპულარულ გადაწყვეტილებას იღებს. ჯერ კიდევ გუშინ ერთ მაგიდასთან მსხდომი „გირჩები“ დღეს ერთმანეთს სოციალური ქსელით და ტელეეთერით ესაუბრებიან. სამ ყველაზე აქტიურ ლიდერთაგან, რომლებსაც ამომრჩეველმა მანდატები მისცა, საჯარო უთანხმოებაა. ზურაბ ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის“ კეთებას აღარ აპირებს, მაგრამ პარტიიდან არც თავად მიდის და არც დანარჩენები. „გირჩს“ საპარლამენტო არჩევნებში 3, 6 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა, პარტია ამ დრომდე პოლიტიკური დიალოგის მზადების პროცესშია და პარალელურად, შიდა სამზარეულოს არჩევს. პოლიტიკურ გაერთიანებაში პირველი გირჩელებიც გამოჩნდნენ და როგორც გაირკვა, აქ ლიდერი ბევრია. თუმცა რა არის „გირჩი“ - პერსონები თუ იდეა
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
