ჯგუფური იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა- პროკურატურამ ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმის გამოძიება დაასრულდა
ჯგუფური იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა- პროკურატურამ ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმის გამოძიება დაასრულდა. გასაჯაროვდა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულები გარდაცვლილს პროტესტის ნიშნად ცესკოდან წამოვლას აიძულებდნენ, სთავაზობდნენ თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ. გამოძიების ცნობით, დაკავებულებმა თედო გობეჯიშვილს ეს დავალება ნაციონალური მოძრაობის სახელით 6 ნოემბერს შეხვედრისას გადასცეს, მეორე დღეს საოლქოს თავმჯდომარე გარდაცვლილი იპოვეს.
დღეს გასაჯაროებულ მტკიცებულებებში ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძეც ფიგურირებს. სააკაშვილის გუნდი საქმის აღძვრისთანავე პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. ასეთია კომენტარები დღესაც, იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო უწყებამ ბრალდებულებსა და თედო გობეჯიშვილს შორის მიმოწერაც გამოაქვეყნა. საქმეში დევს იმ მოწმის ჩვენებაც, რომელიც გობეჯიშვილს ბოლოს შეხვდა.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
