საქართველოში საერთაშორისო IT კომპანიები შემოდიან
საქართველოში საერთაშორისო აი თი კომპანიები შემოდიან- ეს კი უკავშრდება მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვით აღნიშნული პროფილის კერძო სექტორი ქვეყანაში ისარგებლებს საგადასახადო შეღავათებით. როგორც ირკვევა ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული IT კომპანია „ექსადელი“ შემოდის, რომელიც სილიკონ ველიზე დაარსებული კომპანიაა და მას მსოფლიოს 23მ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, პოლონეთში, ლიტვასა და ბელარუსში აქვს ოფისები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემოსვლით პირველი დაინტერესდა ამერიკული „ეპამ სისტემსი“, რომელიც ცხრა მილიარდიანი შემოსავლით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული.