ბოლო დღე-ღამეში პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ათას 41 ფაქტი აღირიცხა
მხოლოდ ბოლო დღე ღამეში პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ათას 41 ფაქტი აღირიცხა. შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ორი ათასი ლარით, 111 მოქალაქე დააჯარიმეს, მათ შორის არიან ისინი, ვინც საღამოს ცხრიდან დილით ხუთ საათამდე გადაადგილდებოდნენ. ამასთან, 20 ლარიანი სანქცია დაუწესდა იმ 930 მოქალაქეს, რომელთაც ნიღბები არ ეკეთათ.
