თაღლითობის საქმის აუდიოჩანაწერი
თაღლითობის საქმეში ფიგურირებს ჩანაწერი, რომელშიც ერთ-ერთი ბრალდებული საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებზე საუბრობს. ის დაზარალებულს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას, სწორედ მათთან ერთად ჰპირდება. ერთ-ერთი, ვისაც ბრალდებული ასახელებს, ნოე სულაბერიძეა, „იმედის“ სახე ამბობს, რომ აღნიშნულ ადამიანს არ იცნობს. ჩანაწერებში ახსენებენ გიორგი ჯაჯანიძესაც.
