სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ აპირებს პირველი ჩვენების შეცვლას, მას მიაჩნია, რომ ბრალდებული არ არიან დამნაშავეები! მიქელაძის ადვოკატი განმარტავს, რომ გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე, 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო.
