სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრებს, 63 წლის მირიან თაზიაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრებს, 63 წლის მირიან თაზიაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ცოლს, ცისანა თაზიაშვილს ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. მირიან თაზიაშვილი 20 ნოემბერს ზარდიანთკარის განაპირას, სოფელ ხელჩუას სიახლოვეს დააკავეს და ე.წ-ლი საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს, თუმცა ამ ბრალდებით აქამდე საქართველოს მოქალაქეებს 2-3 დღეში, ჯარიმის გადახდის შემდეგ, ათავისუფლებდნენ. თაზიაშვილის შემთხვევაში ასე არ მოხდა.
