"წლის ბავშვის" ნომინაცია
15 წლის გატანჯალი რაო გავლენიანი ამერიკული გამოცემის „ტაიმის“ წლის ბავშვად დასახელდა. გამოცემამ, რომელიც წლის მიწურულს „წლის პერსონებს“ ასახელებს, ახალი - „წლის ბავშვის“ ნომინაცია დააწესა. პრესტიჟული ტიტულის პირველი მფლობელი 15 წლის გატანჯალი რაო მაღალტექნოლოგიურ კვლევებშია ჩართული. ჟურნალმა ის 8-დან 16 წლამდე ასაკის 5 ათას ბავშვში გამოარჩია. მასთან ერთად, კომპანია „ვიაკომი“ კიდევ 4 ფინალისტს დააჯილდოებს.
