ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით - საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო, მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგის 7 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2020 წლის ინდექსი ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ SolAbility გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 180 ეკონომიკის მდგრად კონკურენტუნარიანობას აფასებს. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება. შეფასების ხუთი აგრეგატიდან ყველაზე მაღალი შედეგი საქართველომ მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა. კერძოდ, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორული მაქსიმუმი 59.3 ქულა მოიპოვა , მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზე დასახელდა და გაუსწრო ესპანეთს, იტალიას, სინგაპურს, საფრანგეთს და სხვა მოწინავე ქვეყნებს.
