საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა
საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. ორკვირიან სწავლებაში მესამე ქვეითი ბრიგადის 139 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. 31-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური სწავლება მესამე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო, დაზვერვის ასეულის სნაიპერთა და ტანკსაწინააღმდეგო ასეულის სამხედროებთან ერთად ჩაატარა.
