ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა დავით ზალკალიანი
ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა დავით ზალკალიანი. ღონისძიება ონლაინ ფორმატით იმართება. მინისტრმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებასა და რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად, ეუთოს ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
