ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას მრავალი მიმართულებით უზრუნველყოფს
ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას მრავალი მიმართულებით უზრუნველყოფს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღსადგენად - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ტვიტერზე წერს. როგორც ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კარგი საუბარი ჰქონდა, ხაზი გაუსვეს ასევე პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ახალ კორონავირუსთან ბრძოლას.
