რომელ პარტიას რამდენი მანდატი აქვს ცესკოს მიერ დამტკიცებული საბოლოო შედეგებით
რომელ პარტიას რამდენი მანდატი აქვს ცესკოს მიერ დამტკიცებული საბოლოო შედეგებით? შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22%, მანდატების რაოდენობა 60:60-ია პროპორციული წესით, 30 - კი მაჟორიტარულით - საბოლოო ჯამში ოცნებას 90 მანდატი აქვს . „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18%, რაც არის 36 მანდატი. „ევროპული საქართველო“ – 3,79 %, მანდატების რაოდენობა - ხუთი. „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, ოთხი მანდატი. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, ოთხი მანდატი. „გირჩი“ – 2,89%, ოთხი მანდატი. „ლელო“ – 3,15%, მანდატების რაოდენობა- ოთხი. „მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 %, რაც ორი მანდატს გულისხმობს. „ლეიბორისტული პარტია“ – 1%, ერთი მანდატი. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა. მონაწილეობა 7 პარტიას უნდა მიეღო, თუმცა ოპოზიციამ ბოიკოტი აირჩია და პროცესს გამოეთიშა.