ჯო ბაიდენის განაცხადებით, მზად არის, ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს იმისთვის, რომ საზოგადოებაში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარება შეამციროს
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა პანდემიასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფთან ვიდეოკონფერენცია გამართა და ვირუსთან საბრძოლველად დამატებითი სახსრების გამოყოფის პირობა მისცა. ახალი გეგმა 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება. პირველი განკარგულება ნიღბების სავალდებულო ტარება იქნება. ბაიდენი აცხადებს, რომ ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს პირბადეების 100 დღის განმავლობაში ტარებისკენ მოწოდებს. რაც, მისი აზრით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამასთან, ჯო ბაიდენის განაცხადებით, მზად არის, ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს იმისთვის, რომ საზოგადოებაში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარება შეამციროს. არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე სთხოვა ინფექციური დაავადებების წამყვან ექსპერტს, ენტონი ფაუჩის, რომ ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა გააგრძელოს და კოვიდ 19-ის წინააღდეგ ბრძოლის გუნდის მთავარი სამედიცინო მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს.
