საქართველოში რუსეთის მოქალაქე დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს
პოლიციამ ბრალდებული ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე დააპატიმრა. სამართალდამვცელებმა დაკავებულის ჩხრეკისას 7 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.
