ფარმაცევტული კომპანია „პფაიზერის“ ქარხანა ვაქცინის მასობრივი მიწოდებისთვის ემზადება
პირველი, სადაც კომპანიის მიერ შექმნილმა კოვიდვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა, გაერთიანებული სამეფოა. ბრიტანული მარეგულირებელმა სააგენტომ „პფაიზერის“ პროდუქცია წარდგენიდან 23 დღეში დაამტკიცა. მასობრივი აცრები დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან დაიწყება. ვაქცინამ ცდებზე 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
