ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირებით სარგებლობისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, უნდა მიმართოს თავის პოლიკლინიკას ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ჩაუტარდებათ ტესტირება. ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი მოდელით საჭირო აღარ იქნება ოჯახის ექიმის გადამისამართება, რაც პაციენტისა და კლინიკებისთვისაც ბარიერებს მაქსიმალურად ამცირებს. ოჯახის ექიმის ჩართვა საჭირო დადებითი პასუხის შემთხვევაში იქნება.
