ოპოზიციური პარტიების მორიგი შეკრება
ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს სულ ცოტა დრო რჩებათ კონსესუსის მისაღწევად. დიპლომატების ჩართულობით შეხვედრა ქართულ ოცნებასა და იმ რვა პარტიას შორის, რომლებმაც ბარიერი გადალახეს სავარაუდოდ მომდევნო დღეებში გაიმართება. იქამდე ოპოზიცა კიდევ ერთხელ შეიკრიბა. სამ საათიანი შეხვედრა როგორც ირკვევა ცხარე დისკუსიის ფონზე წარიმართა. პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლების მისამართით მოთხოვნების ჩამონათვალს რამდენიმე პუნქტი დაემატა და დაზუსტდა, თუმცა დეტალეზე არაფერს ამბობენ
