ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმაში ადანაშაულებს
როგორც მმართველ გუნდში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, სადამკვირვებლო მისიების, სტრასბურგის სასამართლოს და ახლა უკვე ელჩების მისამართით გაკეთებული განცხადებებით, მიხეილ სააკაშვილის გუნდი ანტი დასავლურ ძალად ყალიბდება. ქართული ოცნება მოუწოდებს სხვა პარტიებს მკაფიო შეფასება მისცენ აღნიშნული პარტიის ლიდერების განცხადებებს, მათ შორის ნიკა მელიას შეფასებას. ნაციონალური მოძრაობის წევრმა ორი დღის წინ ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მხრიდან ქვეყნის გულწრფელ ქომაგობაში ეჭვი შეიტანა.
