ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპი დღეიდან იწყება
გეგმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის 300 ლარიანი კომპენსაციის მიღება იქნება შესაძლებელი. საუბარია იმ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე, რომლებსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, დროებით შეუჩერდათ საქმიანობა. მოქალაქეებმა 3-დან 24-ი დეკემბრის ჩათვლით უნდა გააკეთონ ელექტრონული განაცხადი, რის შემდეგაც მიიღებენ ერთჯერადად 300 ლარიან კომპენსაციას.
