დღეიდან ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის წინააღმდეგ ინტენსიური ტესტირების პროგრამა იწყება
სახელმწიფო ყოველ დღიურად პირველი თებერვლის ჩათვლით , 24 000-მდე ტესტს გააკეთებს. მოქალაქეს პასუხი ტესტირებიდან 20 წუთში ეცოდინება. ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით კერძო კლინიკები და ლაბორატორიებიც ისარგებლებენ. ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, ოჯახის ექიმი პაციენტის მდგომარეობას შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირებას დაუნიშნავს.
