ძარცვა ქუთაისში და ორი დაკავებული
ძარცვა ქუთაისში და ორი დაკავებული. ბრალდებულებმა ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან, იატაკის ამოჭრით შეაღწიეს. მძარცველები სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. ჩხრეკისას ამოღებულია მოპარული თანხა, ოქროს ნივთები და ნარკოტიკული საშუალებები. ბრალდებულებს 3-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
