თბილისის მერი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან
თბილისის მერი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა ათასი ლარი იქნება.
