პანდემიის მეორე ტალღის ფონზე, ევროპა დილემის წინაშე აღმოჩნდა
პანდემიის მეორე ტალღის ფონზე, ევროპა დილემის წინაშე აღმოჩნდა. საშობაოდ მეტნაკლებად შემსუბუქებული შეზღუდვების მიუხედავად, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში სამთო-სათხილამურო კურორტები დაკეტილი რჩება. განსხვავებულად ფიქრობენ ესპანეთსა და შვეიცარიაში. გერმანიის კანცლერი ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს ამ ქვეყნების მთავრობები კურორტების ჩაკეტვაზე დაითანხმოს.
