სახელმწიფო კორონავირუსზე ორჯერ მეტ ტესტს ჩაატარებს, ვიდრე დღეს კეთდება
ტესტირების პროცესი ფართოვდება. დღეიდან ორი თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა ამოქმედდა. სახელმწიფო კორონავირუსზე ორჯერ მეტ ტესტს ჩაატარებს, ვიდრე დღეს კეთდება. მიზანი ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენაა. ასევე გარკვეული ცვლილებებია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხოეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან. პარალელურად, ქვეყანა კოვიდვაქცინაციისთვის მზადებას იწყებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიკა ბაკურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
