საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი იმართება, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში ტარდება
საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი იმართება, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში ტარდება. ფორუმის მხარდამჭერი ევროპის საბჭოცაა. კონფერენცია ოფიციალურად ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გახსნა. აკაკი საღირაშვილის განცხადებით, პანდემიამ ხაზგასმით აჩვენა მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტის განვითარება და წვდომა ინტერნეტით განათლების, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვანი სერვისების მიღებაზე. მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფაა.
