19 წლის კოვიდ ინფიცირებული გოგონას გარდაცვალების საკითხს რეგულირების სააგნეტო სწავლობს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა
19 წლის კოვიდ ინფიცირებული გოგონას გარდაცვალების საკითხს რეგულირების სააგნეტო სწავლობს- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგი თეკლა თორდიას ოჯახისათვის მისამძიმრებით დაიწყო, თქვა, რომ მოკვლევის შედეგად გაირკვევა, თუ რა ხარვეზებმა გამოიწვია მსგავსი ლეტალური შედეგი და შესაბამისად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს. 19 წლის ინფიცირებული გოგონა გერმანულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტი კოვიდ სასტუმროდან უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. გოგონას თანმდევი დაავადება, დიაბეტი ჰქონდა, რის გამოც ოჯახი მის ჰოსპიტალიზებას გაცილებით ადრე ითხოვდა, ვიდრე ეს მოხდა. კოვიდ სასტუმროში მოთავსების დროს გოგონას მამას უთხრეს, რომ კლინიკებში ადგილი არ იყო.
