ნატოს მინისტერიალზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს მოუსმენენ
რამდენიმე წუთში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაგრძელდება. მინისტერიალის მეორე დღეს, ონლაინ შეხვედრაში ვარშავიდან ჩაერთვება დავით ზალკალიანი. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში მიღებული გადაწყვეტილებებით. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქრონიკასთან ინტერვიუში გუშინვე დაადასტურა, რომ არსებითი პაკეტი განახლებულია.
