კობა დავითაშვილი გარდაიცვალა
კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ის ალადაშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. დავითაშვილს 2017 წელს ე.წ.ლი ბეხტერეევის დაავადება დაუდგინეს. დაავადების მაპროვოცირებელ მიზეზად ის თავად 2007 წელს, ნოემბრის აქციების დროს ცემის შედეგად მიღებულ ტრავმას ასახელებდა. კობა დავითაშვილი იყო პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, ასევე დედაქალაქის საკრებულოს წევრი 2010-2012 წლებში.
