დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გრძელდება
დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. არგენტინელმა გამომძიებლებმა ამჯერად რეიდი ლეგენდარული ფეხბურთელის ფსიქიატრის სახლსა და კერძო ოფისში ჩაატარეს. პოლიციამ უკვე გაჩხრიკა მარადონას პირადი ექიმის ლეოპოლდო ლუკეს სახლიც. პროკურატურა ექიმების მხრიდან დაუდევრობის შესაძლო ფაქტს იძიებს. დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, გასულ კვირას, გულის შეტევით გარდაიცვალა. ნოემბერში მას თავის ტვინის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.
