იუსტიციის სახლი სოციალური კამპანიის კრიტიკის პასუხად განცხადებას ავრცელებს
იუსტიციის სახლი სოციალური კამპანიის კრიტიკის პასუხად განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ ტექსტში აღნიშნულია, რომ პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მშობლებს დაბადების მოწმობასთან ერთად, რომელიც ახალშობილის პირველი დოკუმენტია, იუსტიციის სახლიდან საჩუქრად ატანენ სხვადასხვა ნივთს და ფულად ვაუჩერს. სწორედ ამ პროექტის გაფართოებაზე განაცხადა გუშინ უწყებამ, ითქვა, რომ სეგმენტი გაფართოვდა და 15 დეკემბრის შემდეგ ყველა ახალშობილის მშობლებს, ფასდაკლებებთან ერთად, მისცემენ 25 ლარიან ვაუჩერს. იუსტიციის სახლი წუხილს გამოთქვამს, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა. კიდევ უფრო სამწუხარო და სამარცხვინოა ეს პროცესი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, რომლებისთვისაც უკვე მეოთხე წელია, იუსტიციის სახლი “გეფასთან” ერთად გასცემს საჩუქრებს. დღემდე, მოქმედი პროექტით 15 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა,- ვკითხულობთ განცხადებაში.
